16:31 - 29 Feb, 2020
2020-02-06 22:59:24, 3492 ნახვა

Lifestyle/
პიტ ბუტიჯეჯი - ღია გეი, ქრისტიანული ფასეულობების დამცველი - ვინ არის აშშ-ს პრეზიდენტობის ლიდერი კანდიდატი

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი "დემოკრატიული პარტიიდან" პიტ ბუტიჯეჯი ემიგრანტის შვილი, ავღანეთის ომის ვეტერანი, პოლიგლოტი და ცუკერბერგის კურსელია. ის არის ადამიანი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება საყვარელ მამაკაცთან და ამასთან ქრისტიანულ ფასეულობებს იცავს.

პიტ ბუტიჯეჯი, შტატ ინდიანას ქალაქ საუტ-ბენდის მერი 2012 წელს გახდა, მანამდე სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა.  მალტელი ემიგრანტის შვილი ჰარვარდის კოლეჯში ზუსტად იმ დროს სწავლობდა, როცა ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. ბუტიჯეჯს მიღებული აქვს როდსის პრესტიჟული სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, მან 7 თვე გაატარა ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ძალების სარეზერვო შემადგენლობაში, როგორც ანალიტიკოსმა და დაზვერვის სამსახურის მძღოლმა. ის ასევე მუშაობდა კონსულტანტად McKinsey & Company-ში. როგორც ამბობენ ბუტიჯეჯი 7 ენაზე ლაპარაკობს, ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ესპანურს და ნორვეგიულს თავისუფლად ფლობს.
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ აიოვაში ჩატარებული პირველი პრაიმერის შედეგები ნაწილი გამოაქვეყნა. შედეგები გუშინ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ხმების დათვლა შეფერხდა. ამჟამად დათვლილია ხმების 62%.

ლიდერობენ ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი ხმათა 26.9%-ით. მას მოსდევს ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი 25.1%-ით. მესამე ადგილზეა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი 18.3%-ით, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15.6%-ით ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე გავიდა მინესოტას სენატორი ემი კლობიშარი 12.6%-ით, მეექვსე ადგილზე გასულ ენდრიუ იენგს კი მხოლოდ 1.1% აქვს. 1%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ დემოკრატიული პარტიის დარჩენილ 4 კანდიდატს. აიოვას პრაიმერისში არ მონაწილეობდა პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.
ბუტიჯეჯი დაქორწინებულია, მისი მეუღლე არის ჩესტენ გლეზმენი. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. 
2012 წელს მერად არჩევის დროს, ის უკვე მსახურობდა ავღანეთში, ამიტომ 6 თვე შვებულების აღება მოუწია. თავად პიტი არ მალავს, რომ ბერნი სანდერსის თაყვანისმცემელია, მან ჯერ კიდევ სკოლაში კენედის პრიზი მიიღო, სწორედ ბერნი სანდერსზე ესეს დაწერის გამო. 
ბუტიჯეჯი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, ყოველ კვირას ანგლიკანურ ეკლესიაში დადის. ამის გამო დონალდ ტრამპი მომავალ და სავარაუდო მოწინააღმდეგეს აკრიტიკებს.
"ბუტეტე, ბუტიჩეჩ, საერთოდ არავის შეუძლია მისი გვარის წარმოთქმა, ალბათ მისი გვარივით რთულია მისთვის კვირას ეკლესიაში ყოფნა" - თქვა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს.
პიტ ბუტიჯეჯს რასიზმშიც ადანაშაულებენ, ქალაქის მერის პოსტზე ყოფნის დროს, მან აფროამერიკელი პოლიციის შერიფი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მას შემდეგ ამ ქალაქის შერიფები მხოლიდ თეთრკანიანები იყვნენ.



 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics