00:59 - 18 Feb, 2020
2020-02-05 22:51:20, 2816 ნახვა

სხვადასხვა/
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა

საქართველოს დედაქალაქმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია.  

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, თბილისი 2020 წელს იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც  იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით. 

“საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა.  თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია. შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს.  საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში,  ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე“, - აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

საერთაშორისო კონკურსისთვის - „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა  15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics