16:45 - 29 Feb, 2020
2020-01-31 16:55:28, 4602 ნახვა

სამხედრო/
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კინოჩვენება გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართული ფილმის - „მოირა“ ჩვენება გაიმართა.

თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ფილმი რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ და მსახიობებმა - ზაზა მაღალაშვილმა და პაატა ინაურმა წარუდგინეს. ფილმის ჩვენების შემდეგ, მათ გადაღების პროცესისა და ფილმის წარმატებების შესახებ ისაუბრეს.

ქართული მხატვრული ფილმი 2015 წელს აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ნაშრომად დაასახელა. ამავე წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე „მოირა“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „მოირა“ აშშ-ის კინოაკადემიის „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარადგინა. 

კინოჩვენებები, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, თავდაცვის ძალებში ქართველი სამხედროებისთვის პერიოდულად იმართება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics