09:38 - 29 Feb, 2020
2020-01-29 16:20:56, 14068 ნახვა

საზოგადოება/
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ  კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისა და პრობლემის თავიდან აცილების მიზნით განკარგულება გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

განკარგულების მიხედვით, შესაბამისი უწყებებს დაევალათ, კომპეტენციის ფარგლებში საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება.

ღონისძიებების კოორდინაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯამრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრს დაევალა.

გეგმა კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში, რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს: დაავადების აღმოჩენას, იდენტიფიცირებას, დადასტურებასა და საფრთხის შეფასებას, ასევე ლაბორატორიულ ტესტირებასა და პასუხისმგებელი ორგანოებისთვის ინფორმაციის შეტყობინებას.

სამოქმედო გეგმა საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირებასაც ითვალისწინებს.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics