15:56 - 17 Feb, 2020
2020-01-27 16:49:54, 1258 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარ ინტერესებს მოარგოს

„ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების ქვეშ წარმოაჩინოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საკმაოდ საინტერესო წინადადებით წარსდგა ბოლო რაუნდის დროს, რაც გულისხმობდა 100 პროპორციულს და 50 მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატს.

„მნიშვნელოვანია, ჩვენს წინადადებაზე ოპოზიციის აზრი, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მათი პოზიცია. ჩვენი ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების ქვეშ წარმოაჩინოს. როცა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული აქტი იქნა მიღებული, მაშინ მათი შეფასებები არ მახსოვს. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას და მაშინ, ეს ჩვენი ოპონენტებისთვის „შეუმჩნეველი“ დარჩა. ორმაგი სტანდარტია, როცა მათი მხრიდან ახლა ცალკეული კონგრესმენების წერილებზე ამხელა გამოხმარებას აქვს ადგილი. ასევე გვახსოვს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მათ ამისი გაბათილებაც უნდოდათ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






პატრიარქი კორონავირუსზე - ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არის
„ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, საკუთარი მხრებით ვატაროთ“ - ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics