16:07 - 17 Feb, 2020
2020-01-27 14:16:48, 9483 ნახვა

საზოგადოება/
გამყრელიძე: დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იწყება იმ ადგილებში, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იმ ადგილებში იწყება, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია.

მისი თქმით,  თუ მოქალაქე ნამყოფია ჩინეთში 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა  გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და რეფერალი ინფექციურ საავადმყოფოში.

„დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. ჩვენ უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიური ჩინეთის მოქალაქეების განსახლება. მოგეხსენებათ ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე. დღეს უკვე 15:00 საათზე ჩვენი ქუთაისის სამმართველოს ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში, სადაც ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან. იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 5-დან 14-მდე. ამიტომ 2 კვირის განმავლობაში ვეუბნებით, რომ თუ გამოჩნდა სიმპტომები და ვიმეორებ ეს სიმპტომებია: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია. თუ ის ჩინეთშია ნამყოფი 2 კვირის განმავლობაში აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და რეფერალი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩატარდება გაღრმავებული დიაგნოსტიკა და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში კომისია შეიქმნა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






პატრიარქი კორონავირუსზე - ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არის
„ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, საკუთარი მხრებით ვატაროთ“ - ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics