11:04 - 29 Feb, 2020
2020-01-22 19:08:31, 10440 ნახვა

სხვადასხვა/
კორონავირუსი ახალი სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - რა ვიცით მის შესახებ

ჩვენს პლანეტას ახალი სასიკვდილო ვირუსი ემუქრება, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა. ეს თემა უკვე რამდენიმე დღეა ერთერთი ყველაზე განხილვადი სიახლე გახდა, რაც არ არის გასაკვირი, მაშინვე გვახსენდება მსგავსი ეპიდემია რომელმაც 2002 წელს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იჩინა თავი და 800 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთანავე, როგორც წესი ადამიანებს არ აქვთ იმუნიტეტეი ახალ დაავადებებზე, ხოლო ვაქცინის შექმნა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. რუსეთში უკვე ვრცელდება განცხადებები, რომ ვირუსი რეალურ საციცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს.

დაავადებულთა წუხილი

2019 წლის დეკემბერში ვირუსი აღმოაჩინეს ჩინეთის 11 მილიონიან პროვინციის უხანის ცენტრში ხუბეიში. ახალი წლის პერიოდში ოცდაშვიდმა დაავადებულმა  საავადმყოფოს დასახმარაებლად მიმართა.  5 იანვრისთვის დაავადებულთა  რიცხვი 59 მდე გაიზარდა.

დაავადების გავრცელების კერად, აღმოჩენისთანავე ადგილობრივი ბაზარი დაასახელეს, სადაც საქონლის ხორცთან ერთად ეგზოტიკური ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდნენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  ქალაქში გადაადგილება არ შეუზღუდავთ, რადგან ქალაქის ადმინისტრაცია  არ ელოდა მასშტაბურ ეპიდემიას, მათ განაცხადეს,  რომ ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით არ ვრცელდებოდა.

ამის შემდეგ, დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა  ისევე როგორც ვირუსის გავრცელების არეალი. გარდა ჩინეთის დიდი ქალაქებისა, როგორიც არის შანხაი და ბეიჯინგი, ვირუსმა ტაილანდი,იაპონია,სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მოიცვა. 22 იანვარს დაავადებულთა რიცხვმა 440 მიაღწია, მათშორის არიან ექიმები, რომელთა მდგომარეობაც საგრძნობლად უარესდებოდა, ხოლო 9 დაავადებული დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩინელი მეცნიერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სავარაუდო მიზეზად ველური ცხოველები შეიძლება დასახელდეს.

სპეციალისტები გამორიცხავენ დაავადებულთა რიცხვის სწრაფ ზრდას. ხოლო ლონდონის ინფექციური დაავადებების  გლობალური ანალიზის ცენტრის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პოტენციური დაავადებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს 1700 მდე.

რისი გაგება შეძლეს ვირუსის შესახებ

ვირუსი სიმპტომებად სახელდება- მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რენდგენის დასხივების შედეგად ვლინდება ორივე ფილტვის ანთების ნიშნები, მაგრამ ამასთანავე კვლევების თანახმად დავადებეულთა გარკვეულ რიცხვს არ აღენიშნება მსგავსი სიმფტომები.

ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების მიზეზი გახდა უკვე ცნობილი კორონოვირუსი. აღმოჩნდა რომ ახალ ვირუსს 2019 წლის კორონოვირუსის მსგავსი აგებულება აქვს და ანალოგიურად მოქმედებს, რაც მნიშნელოვან როლს შეასრულებს მის განკურნებაში. ასევე გვაცნობებენ, რომ ეს ვირუსი შედარებით მსუბუქია ნიშნებით ხასიათდება, როგორც ინფიცირების ასევე სიმფტომების სიმძიმის მიხედვით და სიკვდილიანობის კოეფიციენტით.

აგებულების მსგავსებამ მეცნიერებს მისცა საშუალება ევარაუდათ რომ გავრცელების წყარო ღამურა გახდა, რომელიც მრავალი კორონოვირუსის მატარებელი, რის შედეგადაც ერთერთმა  დაავადებამ მუტაცია განიცდა და გადაეცა ადამიანს.

კორონოვირუსი- მოიცავს დაავადებათა ოჯახს, რომლითაც ავადდება ადამიანი,კატა,ძაღლი,მსხვილ რქოსანი საქონელი და ასევე ღორები ხოლო დაავადების სიმძიმე განისაზღვრება გავრცელების საშუალების და მუტაციის მიხედვით.

მსოფლიო კარანტინი

ამ ეტაპზე, ვირუსის შედარებით სწრაფი გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს მოახლოებულმა ჩინურმა ახალმა წელმა, გარდა შიდა მასიური მზადებისა, ჩინეთის მოქალაქეები ქვეყნის შიგნით გადაადგილების გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობენ, რაც ვირუსის აფეთქების საშისროებას ქმნის.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიამ მიიღო ნორმები, რომლებსაც ბევრად მასიური დაავდების, ქოლერასა და შავი ჭირის შემთხვევაშ მიმართავენ ხოლმე. ექიმები ვირუსის გავრცელების საშიშროების შესამცირებლად დაავადებულებს და მასთან კონტაქტში შესულ პირებს იზოლირებას უკეთებენ, ხოლო სახელმწიფო მთელი ძალებით ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებას .

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებულ კორონოვირუსს განიხილავს,როგორც პოტენციურ ებოლას და გვირჩევს მოგზაურობისგან თავის შეკავებას. 22 იანვარს შედგება შეხვედრა სადაც გადაწყვეტენ არსებული ვირუსი წარმოადგენს თუ არა მსფლიო მნიშვნელობის საფრთხეს ჯანდაცვის სისტემაში.

აეროპორტებში უკვე მიმდინარეობს მგზავრების შემოწმება კორონოვირუსის სიმფტომებზე, მალაიზიის აეროპორტში სკანერები აკონტროლებენ ტურისტების ტემპერატურას.  ა.შ.შ მ და კანადამ მიიღეს ასევე თავდაცვის ზომები, ხოლო სამხრეთ კორემ საერთოდ ჩაკეტა საზღვარი გარკვეული ვადით.

ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს დაუყოვნებლივ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება და ასევე პეკინში ვრცელდება გაფრთხილება: ჩინოვნიკებმა არ უნდა დაივიწყონ გამოვლილი სიტუაციები და არ დამალონ მონაცემები დაავადების შესახებ „ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსებს აყენებს უბრალო მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა, პარტიის და მოსახლეობისთვის ცოდვილი იქნება. ის ვინც აფერხებს და მალავს ინფორმაციას მომხდარის შესახებ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სირცხვილის დაფაზე დაიკავებს სამუდამო ადგილს“.

დღემდე მიმდინარეობს შეზღუდვა ეგზოტიკური ცხოველების გაყიდვის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩინეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე  მასიურ ბაზრად სადაც როგორც ფრინველის ხორცის, ასევე მრავალი ეგზოტიკური ცხოველის თუ ზღვის პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

მსოფლიო მედიაზე დაყრდნობით მოამზადა გვანცა ტეტელოშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics