23:48 - 28 Jan, 2020
2020-01-15 17:10:30, 488 ნახვა

კომენტარი/
ეკატერინე ტიკარაძე: C ჰეპატიტის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

„C ჰეპატიტის პროგრამა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრი მრგვალ მაგიდასთან იწვევს ყველას, ვისაც C ჰეპატიტის პროგრამის უფრო წარმატებულად წარმართვისთვის გარკვეული მოსაზრებები აქვს იმისათვის.

“C ჰეპატიტის პროგრამა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე მრგვალ მაგიდასთან ვიწვევ ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც გარკვეული მოსაზრებები გააჩნია იმისათვის, რომ პროგრამა უფრო წარმატებულად წარიმართოს, სამინისტრო ამ კომუნიკაციისთვის არის ღია, შესაბამისად მათ შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics