22:51 - 28 Jan, 2020
2020-01-15 17:04:16, 446 ნახვა

კომენტარი/
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი - ომბუდსმენმა „თიბისი ბანკის საქმეში“ ფულის გათეთრების ნიშნები ვერ დაინახა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისის ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე მხარეებს სახალხო დამცველის მოსაზრება ჩაბარდა.

როგორც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა,  სახალხო დამცველმა ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები ვერ დაინახა.

„ჩვენ ჩაგვბარდა საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული საქმე და დასკვნა ასეთია: ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ შინაარსს, აგებულებებს და სპეციალურ მიზანს.

რამდენიმე თვეა, სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს და მისი დასკვნაც ის არის, რომ არავითარი „ფულის გათეთრება“ ამ საქმეში არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

ამასთან,  2020 წლის 9 იანვარს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს ბრალდების საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ საკვანძო კითხვის ნიშნებს, რომელზე მსჯელობასაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics