23:17 - 28 Jan, 2020
2020-01-15 13:30:53, 412 ნახვა

კომენტარი/
სალომე სამადაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე: ეს არის დიდი შავი ლაქა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე

„ეს ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, 20 ივნისის მოვლენებზეა საუბარი.

როგორც მან აღნიშნა, აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეების საქმე არავის გამოუძიებია, თუმცა პოლიციელებს დაზარალებულის სტატუსი ძალიან სწრაფად მიანიჭეს.

„ეს არის ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. მოქალაქეების დაზიანების ფაქტები არ გამოუძიებია არავის დღემდე და არ დაუწყია გამოძიება, თუმცა ვნახეთ, რომ პოლიციელებს ძალიან სწრაფად მიანიჭეს დაზიანებულის სტატუსი. ეს არის ყველაფერი სწორედ ამ ანგარიშში ასახული, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, Human Rights Watch-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „საქართველოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics