11:23 - 29 Jan, 2020
2020-01-14 14:35:36, 476 ნახვა

კომენტარი/
თალაკვაძე: რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს, უარი თქვას ოკუპაციაზე

„პროვოკაციები, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, არის  წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და თანამედროვეობასთან.  ამიტომ, რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს, რომ უარი თქვას ოკუპაციაზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ჩორჩანასთან უკანონო ინსტალაციების აღმართვას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მავთულხლართების კედლები თანდათან  სულ უფრო შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და დაიშლება.

„ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება და ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ აუცილებლად მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენი ამოცანა არის რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, შეინარჩუნოს მშვიდობა და გავაკეთოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთაან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე არავითარ დათმობაზე არ წავა თავისი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები  საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics