12:32 - 29 Jan, 2020
2020-01-14 14:27:48, 459 ნახვა

სამართალი/
სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით,  მიმდინარეობს კონსულტაციები  საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს  პერიმეტრზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.           

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სუს-ში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics