11:27 - 29 Jan, 2020
2020-01-14 13:28:56, 2364 ნახვა

მსოფლიო/
ირანის პრეზიდენტი - უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პირს დავსჯით

ირანი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პასუხისმგებელ პირს დასჯის, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ჰასან რიუჰანიმ თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცომა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა გულდასმით იქნება გამოძიებული.

„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. თვითმფრინავის კატასტროფაზე მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შეცდომის აღიარება პირველი კარგი ნაბიჯია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ განმეორდება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics