12:47 - 29 Jan, 2020
2020-01-14 13:28:20, 502 ნახვა

საზოგადოება/
ზღვის უბანში, 4 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო.

რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე, ბავშვებს კი გასართობი ადგილი არ ჰქონდათ. საპარკე ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. ტერიტორია სამ ფუნქციურ ზონად დავყავით: მოვაწყეთ სკვერი, სპორტული მოედნები და ასევე, პარკინგი, რომელიც მოსახლეობით მოთხოვნით, შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროექტები - გვექნება ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოყო.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics