11:41 - 29 Jan, 2020
2020-01-14 13:13:56, 465 ნახვა

სამართალი/
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ი.კ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამა წლის 12 იანვარს, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „აისაფორთიდან“ მობილური ტელეფონები და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 







ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics