11:54 - 29 Jan, 2020
2020-01-14 13:08:32, 483 ნახვა

საზოგადოება/
პაატა იმნაძე - გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს

„წინა კვირასთან შედარებით, ამბულატორიულ დაწესებულებებში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპისთვის, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს.

„დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით. ახლა არის 220-მდე მაჩვენებელი. მთავარი რეკომენდაცია: ხელების ხშირი დაბანა არის ძალიან კარგი მეთოდი გრიპის თავიდან ასაცილებლად.

ორსულებს ისევ და ისევ ვთხოვთ, რომ მათთვის ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ ორსულებს შეუძლიათ მიმართონ და აიცრან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics