13:18 - 29 Jan, 2020
2020-01-14 12:47:49, 463 ნახვა

სამართალი/
კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქალაქო სასამართლოში ბიძინა ჩაჩხიანის პროცესი ახლახან დასრულდა.

დაცვის მხარემ პროცესზე აღკვეთის ღონიძიებად 5000 ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა შუამდგომლობა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანი ცხელ კვალზე სახლთან დააკავეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics