12:01 - 29 Jan, 2020
2020-01-13 23:57:58, 782 ნახვა

საზოგადოება/
ძველით ახალი წელი - კალანდობა დადგა

მთელი საქართველოსთვის ძველით ახალი წელი, კალანდობა – ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც  დეკემბრის ბოლოს იწყება. 
ღვეზელით,  გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით,  მარანში შავი ღვინით  და კრიმანჭულით ახალი  წელს გურიაში ეგებებიან, ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ. გურულ ოჯახებში უფროსი მამაკაცი მამლის ყივილზე გარეთ გამოდიოდა, მარანში ღვინოს დაისხამდა და ილოცებოდა.  თუმცა  კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც  ჩიჩილაკია.
კალანდობა – ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც  დეკემბრის ბოლოს იწყება. 
ღვეზელით,  გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით,  მარანში შავი ღვინით  და კრიმანჭულით ახალი  წელს გურიაში ეგებებიან, ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ. გურულ ოჯახებში უფროსი მამაკაცი მამლის ყივილზე გარეთ გამოდიოდა, მარანში ღვინოს დაისხამდა და ილოცებოდა.  თუმცა  კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც  ჩიჩილაკია.
სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში ,,კალანდა’’ აღინიშნა

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

ჩატარდა უძველესი საკალანდო რიტუალები : აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი, დამზადდა ჩიჩილაკი.

საკალანდო რიტუალში ასევე სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩაერთნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა „გურიამ“, „ელესამ“, „იადონმა“ და „ხელხვავმა“ მიიღეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics