23:38 - 28 Jan, 2020
2020-01-13 18:05:16, 846 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი: სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას ხედავს

„მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შესწავლილი უნდა იქნას. ფაქტიურად, მან ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად  რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას ხედავს. ", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გასული წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
 
მისივე თქმით, მსგავსი შინაარსი ქალბატონი სანდრა რულოვსისა და ნიკანორ მელიას განცხადებებშიც იკვეთებოდა და მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ კი, ყველაფერი ნათელი გახადა.
 
„მსგავსი რამ, მაგალითად, ქალბატონი სანდრა რულოვსის განცხადებაშიც იკვეთებოდა, როდესაც მან თქვა, რომ იგი მზად არის ხელისუფლების დასამხობად იარაღი ხელში აიღოს. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაში შეჭრის სურვილი არსებობდა, ეს დაადასტურა ნიკანორ მელიამ, როდესაც მან ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა.  მთლიანობაში, შეიძლება ითქვას,  რომ თუკი ვინმეს საქართველოში რაიმე კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობას" ჰქონდა თუ არა სურვილი ხელისუფლების დამხობის, მე მგონი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდგომ ეს კითხვები უნდა გაქრეს", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics