22:51 - 28 Jan, 2020
2020-01-13 17:26:18, 787 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ მოწყობას, სამუშაო პრაქტიკასა და პროცედურებს, საგამოძიებო ქვემდებარეობას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და პრაქტიკას, ანგარიშვალდებულებასა და მის სპეციფიკას, დანაყოფებს შორის კოორდინაციას ადგილობრივ და ოპერატიულ დონეზე, დანაშაულის ადგილის მართვას, დანაშაულის ანალიზს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებს და ა.შ.

ავსტრიელი ექსპერტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმუშავებენ და გამოძიების პროცესს დააკვირდებიან, ასევე, გავლენ შემთხვევის ადგილას და შეისწავლიან საგამოძიებო მოქმედების პროცედურებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა" (EU4 Justice) - ფარგლებში განხორციელდა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics