22:29 - 20 Feb, 2020
2020-01-13 17:23:50, 2358 ნახვა

რეგიონი/
მაღალმთიან აჭარაში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არსებულ ვითარებას მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე ეცნობიან.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად  ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები  მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები.

ხულოსა და  შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა  აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის  საფარის წმენდას 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics