23:45 - 28 Jan, 2020
2020-01-13 16:27:22, 784 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერი“ ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციციმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. ის ე.წ პრეზიდენტის თანამდებობიდან აქციების ფონზე გადადგა.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics