22:53 - 28 Jan, 2020
2020-01-13 15:43:45, 817 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: სააკაშვილს კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომლის შემადგენლობაშიც მედიამონოპოლია შედიოდა

„სააკაშვილს ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამის შემადგენელი ნაწილი იყო მედიამონოპოლია“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საპარლმენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია.

„გახსოვთ, რომ კრიმინალური მეთოდებით მიიტაცა „რუსთავი 2“, შემდეგ მაროდიურული მეთოდებით მიიტაცა „იმედი“, მანამდე მიიტაცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, იყო სრული მედიამონოპოლია ხელისუფლების ქვეშ და ეს ადამიანი დღეს გვესაუბრება თავისუფალ მედიაზე, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მას ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამის შემადგენელი ნაწილი იყო მედიამონოპოლია, რომელიც მან კრიმინალური მეთოდებით მიიტაცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში მედია ბევრად უფრო თავისუფალი იყო ვიდრე ახლა.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics