00:12 - 29 Jan, 2020
2020-01-13 15:24:07, 751 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: უზენაესის სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

„უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომლის თანახმადაც ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს.

„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაზე. შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი 6-კაციანი სია წარუდგინა, რომლის თანახმადაც კანდიდატები გენადი მაკარიძე; ილონა თოდუა; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი; ნინო სანდოძე და პაატა სილაგაძე არიან.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics