21:28 - 20 Feb, 2020
2020-01-13 10:39:57, 4579 ნახვა

Lifestyle/
ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს. დედოფალი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრებს შეკრებს, რათა განიხილოს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მომავალი როლი სამეფო ოჯახში. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შეხვედრა ორშაბათს, 13 დეკემბერს სანდიგრემის სასახლეში გაიმართება. მას პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი, ასევე მათი მამა, პრინცი ჩარლზი დაესწრება. რაც შეეხება სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლი შეხვედრაზე სატელეფონო ზარის საშუალებით, კანადიდან ჩაერთვება.

აღნიშნული შეხვედრის დანიშვნის გადაწყვეტილება დედოფალმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრინცმა ჰარიმ, მეუღლე მეგანთან ერთად, უარი თქვა ისარგებლოს სამეფო მაღალი რანგის სტატუსით.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics