20:43 - 20 Feb, 2020
2020-01-12 13:48:16, 3008 ნახვა

მსოფლიო/
ირანის პოლიციამ ათასი სტუდენტის მიერ გამართული ანტისამთავრობო აქცია დაშალა - ვიდეო

ირანის პოლიციამ თეირანში, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან გამართული ანტისამთავრობო აქცია დაშალა, – აღნიშნულ ინფორმაციას „ფრანს 24“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქცია Amir Kabir-ისა და Sharif-ის ასობით სტუდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგოდ გამართა. აქციის მონაწილეები თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ირანის მიერ ამ ინფორმაციის 4 დღის განმავლობაში დამალვას აპროტესტებდნენ.
ირანული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც დაღუპულებისადმი პატივისცემის ნიშნად სანთლებს ანთებდნენ, თუმცა მალე მათ სხვებიც შეუერთდნენ. როგორც Reuters ერთ-ერთ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მოგვიანებით მიტინგი ანტისამთავრობო ლოზუნგებში გადაიზარდა და რამდენიმე პირმა გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოები დაწვა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაში 700-დან 1 000-მდე პირი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა კი სტუდენტი იყო.

 








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics