23:54 - 28 Jan, 2020
2020-01-10 13:57:41, 2153 ნახვა

Lifestyle/
მადამ ტიუსოს მუზეუმმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ფიგურები სამეფო კუთხიდან აიღო

ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ფიგურები სამეფო კუთხიდან აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი”  ავრცელებს.

მუზეუმის ხელმძღვანელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ მაღალი რანგის სამეფო სტატუსს ტოვებენ.

ლონდონდში მდებარე მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცვილის ფიგურები დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული, თუმცა წყვილის გადაწყვეტილების შემდეგ მუზეუმმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებების აღება გადაწყვიტა.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები მადამ ტიუსოს მუზეუმში გასული წლის 9 მაისს, წყვილის სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე განათავსეს.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics