00:46 - 29 Jan, 2020
2019-12-31 18:47:32, 3358 ნახვა

Lifestyle/
2019 წლის კინოსიახლეების რეიტინგი ექსპრესნიუსისგან

მიუხედავად იმისა,რომ კინოინდუსტრიაში ბოლოდროს გარკვეული შემოქმედებითი კრიზისი შეინიშნება, 2019 წელი კინოსიახლეებით, რემეიქებით და უბრალოდ კარგი კინოლენტებით აღსავსე წელი იყო. ბევრი კინომოყვარული თუ კრიტიკოსი ჰოლივუდს ტენდენციურობაში ადანაშაულებს. არსებობს აზრი, რომ კინოინდუსტრია აღარ რისკავს და ქმნის პროდუქტს, რომელიც ნამდვილად გაიყიდება-ანუ არსებობს გარკვეული შაბლონი, თუ როგორი უნდა იყოს ფილმი იმისთვის, რომ სალარო მოხსნას. 
დიდი ბიუჯეტის შევსების ფორმულა დაახლოებით ასეთია : მთავარი როლისთვის ირჩევა სახელგანთქმული ,უმჯობესია ოსკაროსანი მსახიობი, სიუჟეტის ხაზი ჯერ პოზიტივით იწყება, შემდეგ ხდება გარკვეული ნეგატიური მოვლენა, რომელიც სიუჟეტის ბოლოს ან ე.წ "ჰეპი ენდით",ან ტრაგიკულად დაამთავრებს. ეს შაბლონი უამრავ ფილმშია გამოყენებული, ხალხი მას მიეჩვია, მეტიც , როცა ფილმის სცენარი ამ ფორმულას არღვევს, ან მეტ სიუჟეტურ ჯაჭვებს ქმნის, დიდი საფრთხეა იმის, რომ ამდაგვარი მოვლენების განვითარება უბრალოდ არ მოგვეწონება, რადგანაც ქვეცნობიერში ველით უკვე ცნობილ "ფორმულას" და ვიღებთ რაღაცას, რაც გასაგებად ბევრად უფრო რთულია, -ნათელი მაგალითი ამისა გახდა 2012 წლის ფილმი "ღრუბლიანი ატლასი".
ისმის კითხვა - თუ სიუჟეტი წინასწარ თითქმის ცნობილია, რატომ დადის ხალხი კინოში? სინამდვილეში კინოხელოვნება მუდმივად განვითარებადი და ცვალებადია, მას მრავალი ჟანრი და სახე გააჩნია. ტრადიციული თეატრისგან განსხვავებით, კინოს სტანდარტები და დოგმატიკა არ ახასიათებს. რა თქმა უნდა სპეცეფექტები, მრავალი დუბლის შედეგად იდეალამდე მიყვანილი მსახიობების თამაში და მუსიკალური გაფორმება, რომლის შესაძლებლობა თეატრების არ აქვს.
დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კინოს და თეატრის დამთავრება არ უწერიათ. 
მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ თემას-რა ფილმებმა გაგვაოცა, შთაგვაგონა და იმედები გაგვიცრუა 2019-ში:
სხვადასხვა ჟანრის ფილმებზე ერთ კონტექსტში მსჯელობა არასწორად მიმაჩნია, რადგან ყველა ჟანრს აქვს წარმატებული, არასტანდარტული და თავისებურად გამორჩეული ნამუშევრები და ვიმსჯელოთ მათზე ერთ განზომილებაში შეუძლებელია.


2019 წლის საუკეთესო დრამა
პარაზიტები
(კორეა)   
ფსიქოლოგიური უტოპია, რომელიც მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც ფულის გამო ყველაფერზე წავიდა. ფილმი არასტანდარტული სიუჟეტით და საინტერესო ფინალით გამოირჩევა. „პარაზიტებმა“ რეიტინგში ტოდ ფილიფსის „ჯოკერს“ სწორედ არასტანდარტული სიუჟეტის და მეორეს მიმართ გადაჭარბებული მოლოდინის ფონზე გაასწრეს.

(ბიუჯეტი $11 800 000/შემოსავალი:$126 838 339) 

2019 წლის საუკეთესო დეტექტივი/ტრილერი
დანები გარეთ

რაიან ჯონსონის  აგატა კრისტის წიგნების სიუჟეტის ელფერის მქონე კომედიურმა დეტექტივმა მაყურებელთა 91% სიმპატია დაიმსახურა. 
(ბიუჯეტი 40 000 000$ / შეაგროვა 136 000 000$)

2019 წლის საუკეთესო კომედია
ერთხელ ჰოლივუდში

აქ ყველაფერი მარტივადაა-ბოლო წლების მანძილზე კომედიური ჟანრი რბილად რომ ვთქვათ არ ბრწინავს. რამდენიმე „ამერიკული ღვეზელის“ სიუჟეტის მქონე სასაცილო კომედია, ადვილად გაყიდვადი საოჯახო და „რემეიქ“ ფილმები, რომლებზეც საუბარი საერთოდ არ ღირს.
ამ ყველაფრის ფონზე ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ ნამდვილად გამოირჩევა.
(ბიუჯეტი 108 000 000$ / ააგროვა $372 000 000)

2019 წლის მელოდრამა
ტკივილი და დიდება

პედრო ალმადოვარის მორიგი ტკივილით და სიყვარულით აღსავსე ფილმი დრამის კონტექსტშია წარმოდგენილი, მაგრამ რეჟისორისთვის უჩვეულოდ რბილი სცენარის გამო, მას მელოდრამის რეიტინგებში სვავენ.
ფილმი მოგვითხრობს ასაკოვან რეჟისორზე, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის. ამ ფონზე მას ჯანმრთელობის ფსიქოსომატური ხასიათის პრობლემები უვითარდება, რომლებიც პირველი სიყვარულის, სექსუალური კავშირის და წარსულის ტრავმებისგან განკურნებისთვის არის მოვლენილი. 
ალმადოვარი,ბანდერასი,კრუსი...თქვენ მოგეწონებათ.
(ბიუჯეტი უცნობია / შეაგროვა 18 300 000$)

2019 წლის საშინელებათა ფილმი
შუაზაფხული, ის (თავი2)

2019 წელი საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის საუცხოოდ მრავალფეროვანი და მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა. 
ჩვენ ბევრი არაჩვეულებრივი საშიში და მისტიური ფილმი ვიხილეთ. 
მინდა დავიწყო სტივენ კინგის მორიგი აღზევებით, რომელმაც შარშან კი შეგვაშინა, მაგრამ ამ წელს ნამდვილად შოკში ჩაგვაგდო
„ის“ თავი 2  არაფერი ახალი მათთვის, ვისაც წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ ის, რაც ანდრეს მუსკეტიმ შექმნა, ისტორიას დარჩება. ისევ დერი, ისევ ლუზერების კლუბი, ისევ სიბნელე, რომელიც 27 წელიწადში ერთხელ იღვიძებს. 
თუ აქამდე არ გინახავთ-გაგიმართლათ.
(ბიუჯეტი 79 000 000$ / შეაგროვა 472 000 000$!)
შუაზაფხული  ბევრისთვის მორიგი საშინელებათა ჟანრის ფილმი, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი ცივილიზაციისგან შირს მიდის, რათა იქ  სიცოცხლეს გამოესალმონ, ყველამ ვიცით ეს სიუჟეტური ხაზი, რომ არა ერთი რამ-ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად ლამაზ და ერთი შეხედვით უწყინარ , მზიან ადგილზე ხდება, სადაც ბევრი მომღიმარე ,ბედნიერი და ლამაზი ადამიანია თავმოყრილი.
ძველ სკანდინავიურ რიტუალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი, რომელმაც თავისი აუდიტორია ნახა.
(ბიუჯეტი 11 000 000$ / შეაგროვა 41 000 000$)

2019 წლის ფანტასტიკა
შურისმაძიებლები თამაშის დასასრული

ამ წელს იყო ახალი „ადამიანი ობობა“, „ალადინი“, „ადამიანები შავში“, „ალიტა“, „დეტექტივი პიკაჩუ“ და სხვა მშვენიერი ფილმები, მაგრამ ეს ყველაფერი ქრება , რადგან ჩვენ დავკარგეთ ის- რობერტ დაუნი უმცროსის შესრულების რკინის ადამიანი, ტონი სტარკი „მარველის“ კინოსამყაროს გამოეთიშა. შურისმაძიებლების ეპოქა, გალაქტიკაში ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის თანოსის სიკვდილთან ერთად დამთავრდა. 
(ბიუჯეტი 356 000 000$ / შეაგროვა 2 797 800 564$) რაც კინოს ისტორიაში სრული რეკორდია!

2019 წლის ანიმაციური ფილმი
მეფე ლომი

ჩვენ გავიზარდეთ „დისნეის“ მულტფილმებზე, და როცა ვამბობ „ჩვენ“, ეს ნიშნავს თითქმის ყველას, ვისი ბავშობა 70-იანების შემდგომ პერიოდს დაემთხვა. ყველა ოცნებობდა ჯინზე, რომელიც 3 სურვილს აუსრულებდა, ჯიბის სასაცილო დრაკონზე, ამპარტავან მომთხოვნ აღმზრდელ კირჩხიბზე, არ არსებობს გოგონა,რომელიც საკუთარ თავს პრინცესების რაზში ერთ-ერთს მაინც არ აკავშირებდეს, არავინ იტყოდა უარს საყვარელი დათვი ბალუს და უძლეველი ჰერკულესის კომპანიაზე. ჩვენ გვიყვარდა კუზიანი კვაზიმოდო და მთელი გულით გვძულდა ბემბის დედის მკვლელი მონადირე. ჩვენს გულში „დისნეის“ ყოველმა გმირმა დატოვა კვალი, მაგრამ როგორ შეიძლება დაგავიწყდეს სცენა „მეფე ლომიდან“, სადაც მუფასა პატარა სიმბას ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ფონზე უყვება წარსულის მეფეთა დიდებაზე და იმაზე, რომ ცხოვრება სამუდამო სულაც არაა .
 (ბიუჯეტი 260 000 000$ / შეაგროვა 1 651 804 319$)


2019 წლის ქართული ფილმი
შინდისი , და ჩვენ ვიცეკვეთ

ქართული კინოსთვის 2019 წელი არანაკლებ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ეროვნულმა კინოლენტებმა უცხოეთშიც გვასახელეს და სამშობლოშიც არანაკლები ვნებათაღელვა გამოიწვიეს. 
ტრაგიკულმა "შინდისმა" უამრავი ჯილდო და პრემია მიიღო. ასე ახლო და ასე მტკივნეულად გადატანილი 2008 წელი, რომელიც ყოველი საქართველოს მოქალაქის ოჯახში ცრემლებით თვალზე გვახსენდება. ამბავი, რომლის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს, ტრაგედია, რომელმაც შვება არავის მოუტანა-კიდევ ერთი ძლიერი ფილმი 2008 წლის ომზე, ომზე, რომლიდანაც გამარჯვებული არ ჰყავს.

"და ჩვენ ვიცეკვეთ"-აგრეთვე მრავალი ჯილდოს მფლობელი მელოდრამა/დრამა ქართულ ახალგაზრდობაზე, ცხოვრებისეულ არჩევანზე, თვითგააზრებაზე, შემოქმედებაზე, ხელოვნებაზე, თაობათა კომფლიქტზე, ტრადიციებზე, სიღარიბეზე, ნამდვილ მეგობრობაზე და სიყვარულზე, რომელსაც მხოლოდ ძლიერები იმსახურებენ.

 

რა თქმა უნდა ეს 2019 წლის კინოსიახლეების არასრული ჩამონათვალია, ვიცით, რომ ბევრი ძალიან ღირსეული ფილმი არ გვიხსენებია, მაგრამ რეიტინგი, როგორც ყველაფერი დანარჩენი სუბიექტურია და შეუძლებელია ჩატიო ყველაფერი ერთ სტატიაში. მოკლედ-2019 წელი ჰოლივუდისთვის და არა მარტო ძალიან ნაყოფიერი იყო.  ვიმედოვნებთ, რომ 2020-ში არანაკლები ხმაურიანი პრემიერა გველის.




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics