12:54 - 29 Jan, 2020
2019-12-19 14:38:38, 5131 ნახვა

კულტურა/
თბილისში რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა

საქართველოში რუსული კულტურის და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექსიაში იფუნქციონირებს., - ამის შესახებ ინფორმაციას, „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.

აღნიშნული ცენტრის დეკემბრის შუა რიცხვებში გახსნა რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა, რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ დააანონსა.

როგორც „რია ნოვოსტთან“ ინტერვიუში კარასინმა შეხვედრის დასრულებს შემდეგ განაცხადა, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსეთის საელჩო აღარ არსებობს და ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესების სექცია, შვეიცარიის საელჩოში.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics