22:51 - 28 Jan, 2020
2019-12-19 00:01:35, 5073 ნახვა

ციტატცები/
მეუფე გრიგოლი - ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. შესაბამისი წერილი ეპარქიის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებისა და ჩვენი სამწყსოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ ლუკა სირაძის ოჯახს. მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს; ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს.

ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს!

ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით! დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა".

ლუკა შვილო, ღმერთს ებარებოდე! ” - წერია ეპარქიის გზავნილში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics