22:59 - 28 Jan, 2020
2019-12-18 01:33:28, 4655 ნახვა

ციტატცები/
დეკანოზი თამაზ ლომიძე: ფარისევლობაა ჩვენგან ბარბარობის აღნიშვნა მაშინ, როცა ბავშვს "ამ ცხოვრების დედაც"-ო აღმოხდა

დეკანოზი თამაზ ლომიძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, ფარისევლობაა "მორწმუნე" ერისგან დღესასწაულების აღნიშვნა მაშინ, როდესაც გამწარებული ბავშვი "ამ ცხოვრების დედაც"-ო ამბობს.

"დღეს, ლობიანების ჭამით ბარბარობა რომ იზეიმა “მორწმუნე” ერმა, ძალადობისგან სასოწარკვეთილმა, 15 წლის ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი “მორწმუნეობის” და “წილხვედრობის” მყრალი სიყალბე დავინახოთ?! ყალბია და საზიზღარი ფარისევლობაა ჩვენგან ამ დღესასწაულების აღნიშვნა, როცა ამ დროს ჩვენს გვერდით გამწარებულ ბავშვს აღმოხდება, “ამ ცხოვრების დედაც”-ო და შემდეგ ამის გამო მოძალადე ჯალათებისგან არაადამიანურად დასჯილი თავს მოიკლავს. ყარს ჩვენი სიყალბე! ისიც იცოდეთ, რომ წმ. ბარბარე ბავშვების მფარველია და ამ ბარბარობას საქართველომ მას კიდევ ერთი ბავშვი მოუკლა", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics