18:23 - 23 Jan, 2020
2019-12-07 16:13:31, 1753 ნახვა

სამართალი/
არასრულწლოვნების პორნოგრაფიულ საქმეზე ბრალდებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ გაიზიარა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქმის ადვოკატები არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავენ.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება
უცხოეთი კვლავ შეშფოთებულია - ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics