19:14 - 23 Jan, 2020
2019-12-07 15:28:44, 2196 ნახვა

რეგიონი/
ვახტანგ გომელაურმა სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისია და სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ სიღნაღში სახანძრო-სამაშველო შენობა 1998 წლის შემდეგ არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება წლების განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.

ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღის სამმართველოს ავტოპარკს ახალი, "Mitsubishi"-ს მარკის სამაშველო ავტომობილი გადასცა. 2020 წლის დასაწყისში დაგეგმილია სიღნაღისთვის უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "Magirus"-ის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics