21:52 - 26 Jan, 2020
2019-12-07 15:01:00, 1239 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია

„ბატონი კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყველაზე ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახა კალაძესთან და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი კალაძის მსგავსი მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი იქნება „ქართული ოცნების“ გუნდში, მით უფრო წარმატებული იქნება მმართველი პარტია.

„ბატონი კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყველაზე ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო მერი, წარმატებული მერი, რომელიც უამრავ ღირსშესანიშნავ, ძალზედ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს დღეს ქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში და ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის კომენტარის გულისთვის რაღაც მოყვანილი კითხვები. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა, რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი, მსგავსი როგორიც კახი კალაძეა გვეყოლება გუნდში უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics