22:07 - 26 Jan, 2020
2019-12-07 14:30:28, 1734 ნახვა

სამართალი/
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე პატიმროდბის შუამდგომლობა საქმის პროკურორმა, მარიამ ქორიძემ დააყენა და აღნიშნა, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ბერის მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე არსებობს.

პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ჯიტა გულუამ განაცხადა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან ბერი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

გულუამ 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

შეგახსენებთ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი, კიდევ ერთ პირთან ერთად ზუგდიდში,  5 დეკემბერს დააკავეს. მეორე დაკავებულის, რომან მალანიას სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. მას 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics