19:00 - 23 Jan, 2020
2019-12-07 13:59:59, 996 ნახვა

საზოგადოება/
თავისუფლების მოედანზე ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის - თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - თავისუფლების მოედანზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ.

 „მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული წევრი არის დღემდე არის უკანონო ტყვეობაში. ჩვენ, რიგითი მოქალაქეები გავერთიანდით მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ეს თემა არ არის ჩაფარცხული, ეს თემა ადამიანებს ახსოვთ, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური საკითხებისა, მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს თემა დღის წესრიგში არის უმნიშვნელოვანესი და ქართული საზოგადოების რიგითი წევრები ვერთიანდებით ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ისჯებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უყვარს თავისი სამშობლო და პროფესია. ჩვენ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ თემის წინ წამოწევა და მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანზე ყურადღების კონცენტრირება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა მესხმა.

შეგახსენებთ, ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics