22:16 - 26 Jan, 2020
2019-12-07 12:57:34, 1568 ნახვა

სამართალი/
ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის დროს დაკავებულმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ჩხარტიშვილმა იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილს „ლობიოს დიქტატორი“ უწოდა და სიმბოლურად ადგილზე ლობიო გაფანტა.

„ეს არის ივანიშვილის ოცნება, ოცნება ერთპიროვნულ დიქტატურაზე, რომელიც აუცილებლად დაემხობა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც, თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაკავებებთან მიმართებაში, არც შევარნაძეს და არც სააკაშვილს არ გაუკეთებია. მან ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაპატიმრებები, მათ შორის ჩემი დაკავება, თუმცა მინდა ვუთხრა ამ „ლობიოს დიქტატორს“, რომ მას ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და პასუხისგებაში მიცემის წინ ეს მას აუცილებლად ექნება საკუთარ მონებთან წულუკიანთან, კობახიძესთან, თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად“,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.

 

 

ფოტო: TV4.GE




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics