21:33 - 26 Jan, 2020
2019-12-07 11:40:14, 2087 ნახვა

რეგიონი/
ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც  იძულებით გადაადგილებული ოჯახები,  წლების განმავლობაში,  უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და   ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა  გიორგი გურასპაშვილმა   გადასცეს. 

2013 წლიდან დღემდე,  საქართველოს მასშტაბით,  154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა  ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics