19:08 - 23 Jan, 2020
2019-12-07 11:32:27, 1085 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

ერთობლივი განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით ოქმზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით. 

„ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. აღვნიშნავთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით“, - წერია ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაში.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი მოუწოდებენ რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics