22:55 - 26 Jan, 2020
2019-12-06 23:20:02, 1318 ნახვა

სამართალი/
მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელია დაკავებული

მოქალაქე მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელია დაკავებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მთავარ არხთან საუბარში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ისინი 48 საათის განმავლობაში აპირებენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პოლიციელი, ადვოკატის ცნობით, თავს დამნაშავედ არ ცნობს 

"დაიწყო გახდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და იარაღი ამოიღო და მაჩვენა, ტანსაცმელი გაიხადა და გადაყარა. მე ვუთხარი, რას აკეთებ, არაფერს დამაცადეო. როგორც კი გამოძრავებას დავიწყებდი, იწეოდა იარაღისკენ, მერე მუქარაზეც გადავიდა, გინდა, არ გინდა, მე შენთან სექსი უნდა მქონდესო. გამაფრთხილა, რაიონში არ გავსულიყავი და ამ თემაზე თუ ხმას ამოვიღებდი, ცუდი ამბავი მოყვებოდა ამას", - ამბობს მთავარ არხთან საუბარში დაზარალებული კაცი, რომელიც პოლიციელს, აირი დარსალიას, გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

დამნაშავეს ბრალი სისხლის სამართლის საქმის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics