17:13 - 23 Jan, 2020
2019-12-06 17:52:56, 1216 ნახვა

პოლიტიკა
„გავრილოვის ღამეს“ მომხდარი ინციდენტის გამო, ბურჯანაძემ კოსაჩევთან ბოდიში მოიხადა

რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ზაფხულში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას მოყოლილი ანტისაოკუპაციო აქციების გამო, პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კონსტანტინ კოსაჩევს, ბოდიში მოუხადა.

„მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო, აბსოლუტურად საშინელი ინციიდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ს იყო უპირველესად ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სააგენტო „ტასის“ მიხედვით, აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ, კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ტასი“ წერს, რომ კოსაჩევმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა. ის შეხვედრებს დუმის დეპუტატებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან მართავს.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა - LIVE






უცხოეთი კვლავ შეშფოთებულია - ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს
ოპოზიცია მოლაპარაკებების „მეხუთე რაუნდზე“ მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics