10:36 - 28 Jan, 2020
2019-12-03 15:40:38, 1113 ნახვა

საზოგადოება/
მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქციაზე ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს

მცხეთის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს.

აღნიშნული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ზაალ უდუმაშვილი  პირდაპირ ეთერში სატელევიზიო კომენტარს აკეთებდა.

როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, პირი, რომელმაც უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას კონტრაქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს, თუმცა სამართალდამცველებს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მცხეთაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან აქციას მართავენ, რომელზეც ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მსვლელობით მიდიან.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics