14:35 - 11 Dec, 2019
2019-12-03 14:47:24, 427 ნახვა

საზოგადოება/
ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება გაორმაგებულია

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა სადაც შშმ პირებთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ცხოვრებისეულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების მეხუთე წელს მიეძღვნა.

შშმ პირებისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მისი თქმით კონვენციის ხელმოწერიდან 5 წლის თავზე საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.

„გაიზარდა მნიშვნელოვანი სერვისების მიმართ ხელმისაწვდომობა, მათ შორის რეგიონალურ დონეზე, თუმცა გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი, რისთვისაც საჭიროა გუნდური მუშაობა ბენეფიციართა ინფორმირების კუთხით, ასევე დაფინანსების ზრდის მიმართულებით. მნიშვნელოვანია არასამთავრობო თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სერვისების ხარისხი. უამრავი სერვისი არის, რომელიც საჭიროებს გაძლიერებას  და განვითარებას, მაგალითად ზრდასრულთა რეაბილიტაცია, დღის ცენტრების ხელმისაწვდომობა რეგიონებში,  შინ მოვლის სერვისი,  მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი არის სერვისის მიმწოდებლის გაძლიერება. იგეგმება დაფინანსების გაზრდა ყოველწლიურად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგებულია ზოგადად სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება, ასევე იგეგმება დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა. ამავდროულად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ სერვისის მიმწოდებლების დატრენინგებას ხარისხის გაძლიერებისა და გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics