17:18 - 09 Dec, 2019
2019-12-03 14:37:11, 450 ნახვა

ეკონომიკა/
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა

საქართველოში პირველად  დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო  ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და  „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. 

ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.

 

ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრების დანერგვა იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს. ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics