15:58 - 11 Dec, 2019
2019-12-03 14:31:00, 412 ნახვა

საზოგადოება/
„ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების დროს დაშავებულმა აქციის მონაწილეებმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს

თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გუშინ ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი ამ დროისთვის გაწერილია ბინაზე - აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების თქმით, ჰოსპიტალიზირებული იყო 5 პაციენტი, რომელთაგან 2 - ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო 3 - ნიუ ჰოსპიტალსში.

ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა. სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო 2 მათგანი  ღამის განმავლობაში გაეწერა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics