17:13 - 09 Dec, 2019
2019-12-03 14:19:31, 376 ნახვა

საზოგადოება/
„LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საფრანგეთში მოღვაწე კომპანია „LE PONT CAUCASIEN"-ის ხელმძღვანელი, ქართული ღვინის პრომოუტერი, ენოლოგი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს.

მონაკოს სომელიეთა ასოციაციის რიგით 28-ე გალა-ღონისძიება მონტე-კარლოში გაიმართა. ილია კახოიძეს საპატიო წოდება ასოციაციის პრეზიდენტმა დომენიკ მილარდიმ გადასცა.

„ვფიქრობ ძალიან საამაყოა, რომ მონაკოს სომელიეთა ასოციაციის გალა-საღამოზე, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ყველა გავლენიანი ფიგურაა მოწვეული, ირჩევენ მხოლოდ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციით არის დაკავებული. გალა-საღამოს სტუმრები აცხადებდნენ, რომ "ჩვენ ყველანი ქართველებად ვგრძნობთ თავსო", ვფიქრობ მნიშვნელოვანი და სასიხარულიოა. ეს ყველაფერი არის იმ სწორი, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგი“, - აცხადებს ილია კახოიძე.

საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო  კომპანია LE PONT CAUCASIEN-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხდება. LE PONT CAUCASIEN-ისა და მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის დომინიკ მილარდის ინიციატივით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მონაკოშიც გაიმართა, რის შედეგად მონაკოს რესტორნების მენიუში ქართული ღვინოc გამოჩნდა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics