16:23 - 09 Dec, 2019
2019-12-03 13:51:32, 507 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. დღევანდელი ფორუმი არის კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მიღწევები გვაქვს ეკონომიკაში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები და ჩვენი ბიზნესგარემო იმისთვის, რათა ინვესტორებმა გააფართოვონ ბიზნესი საქართველოში  ან ახალი ბიზნესები წამოიწყონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის კომენტირებისას.

აღნიშნული ფორუმი დღეს თბილისის სასტუმრო „რუმსში" გაიმართა და მან რამდენიმე ათეულ მოქმედ და პოტენციურ ბრიტანელ ინვესტორს მოუყარა თავი.

მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. მისი თქმით, ორი თვის წინ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე. ნათია თურნავას თქმით, ურთიერთობები ვითარდება ადამიანურ დონეზეც, რაც ასევე დადებითად აისახა დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკაზე. 

„ჩვენი სამინისტრო გახსნილია ინვესტორებისთვის, მათ შორის, ბრიტანეთიდანაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics