16:00 - 11 Dec, 2019
2019-12-03 13:45:14, 768 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებაზე: გუშინ, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა

„იქ ვინც იყო ყველას იდენტიფიცირება ხდებოდა, ვინც აგრესიით გამოირჩეოდა, მოხდა მათი გადაყვანა“, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ, მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება.

„გუშინ მოხდა 7 ადამიანის დაკავება. როგორც მახსოვს, აქედან 3 იყო „ქართული ოცნების“ მომხრე, 4 კი აქტივისტი და ყველა გავუშვით ხელწერილებით, რომ არ მომხდარიყო მერე ეს დააკავეთ, ის დააკავეთ, რაც ხშირად ხდება. იქ ვინც იყო ყველას იდენტიფიცირება ხდებოდა, ვინც აგრესიით გამოირჩეოდა მოხდა მათი გადაყვანა.

მე ვიტყოდი, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, მოვუწოდეთ ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ მცხეთაში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს მოძრაობა „გაბედეს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics