15:42 - 11 Dec, 2019
2019-12-03 13:09:11, 686 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ პარლამენტში დაარეგისტრირებს

გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ პარლამენტში დაარეგისტრირებს - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეუთო/ოდირი აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გასცემს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიები, გარდა იმისა, რომ მ,შვიდობიან არაძალადობრივ პროტესტს აქვს ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, პარალელურად, დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევიმუშავოთ ის საარჩევნო მოდელი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია სახელმწიფო ინტერესებთან. სწორედ ამიტომ, „გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შევიმუშავეთ საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენი, კონსტიტუციონალისტების და დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და დღევანდელ მოთხოვნებს.

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, სწორედ სახელმწიფო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს - ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვებს იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე. სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისგან" გვესმის მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომ უბრალოდ არ უნდათ და არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს და მივმართავთ თხოვნით, რადგან მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს.

გარდა ამისა, ჩვენ  ვნახეთ  ომბუდსმენის განცხადება, რომ კანონი უნდა იყოს პარლამენტში დარეგისტრირებული, რათა გადაეგზავნოს ეუთო/ოდირს. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნაც შევასრულოთ და  ხვალ ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობა, ამ კანონპროექტს პარლამენტში შეიტანს. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა შენიშვნა ეუთოსა და ოდირის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics