15:08 - 11 Dec, 2019
2019-12-03 12:14:20, 729 ნახვა

კომენტარი/
ხუნდაძე „გაბედეს“ აქტივისტებზე: თუ აგრესიას გამოხატავენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აგრესიით არ უპასუხებენ

„თუ აგრესიას გამოხატავენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აგრესიით არ უპასუხებენ“, - ასე ეხმაურება "tv პირველთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებას მოძრაობა „გაბედეს“ და „ოცნების“ აქტივისტებს შორის.

მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ აგრესიის გამოსაწვევად და შემდეგ თავს დაჩაგრულად წარმოაჩენენ.

„სამწუხაროა, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა. ისინი არ უწევენ ანგარიშს არც ასაკს, არც ღირსებას და პატივისცემას, არც მოქალაქეობას. მალულად მიდიან და აგინებენ ადამიანებს. შემდეგ ღებულობენ აგრესიაში მონაწილეობას და ბოლოს, დაჩაგრულად წარმოაჩენენ თავს, თითქოს ისინი მშვიდობიანად მოვიდნენ, არავის არაფერს არ ეუბნებოდნენ, მხოლოდ გამარჯობის სათქმელად ჩამოვიდნენ და პასუხად მიიღეს აგრესია. თუ მოვლენ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად დახვდებიან, მაგრამ თუ აგრესიას გამოხატავენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აგრესიით არ უპასუხებენ“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ და „ოცნების“ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც „გაბედეს“ ორი წევრი საავადმყოფოში ქალა-ტვინის შერყევით გადაიყვანეს. ამის გამო,  „ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა საპროტესტო  აქცია  გამართეს. მოგვიანებით, იქ „ოცნების“ 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics